• dateდეკემბერი 10, 2025
    time11:00 AM

    ტრენინგის ანონსი

    banner

    10 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.
    ტრენინგს გაუძღვება მარიკა ჟორჟოლიანი — ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტის დაკომპლექტების განყოფილების უფროსი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელისა და კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი.

    📚 ტრენინგის მიზანი
    ღონისძიების მიზანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესთავაზოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ონლაინ სამეცნიერო ბაზების ეფექტურად გამოყენებაში, ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის სტრატეგიების დამუშავებაში, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო რესურსებზე თანმიმდევრული და სწრაფი წვდომის უზრუნველყოფაში.

    მონაწილეები გაეცნობიან სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ძირითად ეტაპებს, ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც უფასო, ისე ფასიანი ჟურნალების შესახებ მნიშვნელოვან პრაქტიკულ ინფორმაციას, და თანამედროვე პუბლიკაციის სტანდარტებს.

    ტრენინგი დაეხმარებათ მონაწილეებს გააძლიერონ კვლევითი კომპეტენციები, გაზარდონ აკადემიური ხილვადობა და ეფექტურად ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
     

    სხვა განცხადებები