27-28 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდება ტრენინგ-კურსი: „საბაზისო პაროდონტოლოგიის ძირითადი ასპექტები - დიაგნოსტიკიდან მკურნალობის დაგეგმარებამდე; დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, დაავადების პროგნოზის განსაზღვრა და მკურნალობის შერჩევა“;
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აკრედიტებული უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართება;
კურსის ავტორი და ხელმძღვანელი: ლელა წიტაიშვილი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და საერთაშორისო მოხსენებების ავტორი, EuroPerio 10 და EuroPerio 11-ზე სამეცნიერო კვლევების ორგზის გამარჯვებული;
ტრენინგი განკუთვნილია სერთიფიცირებული ექიმებისთვის შემდეგ სპეციალობებში:
- ქირურგიული სტომატოლოგია;
- თერაპიული სტომატოლოგია;
- ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია;
- ორთოპედიული სტომატოლოგია;
- ორთოდონტია;
პროგრამას მინიჭებული აქვს 12 უპგ ქულა. კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://shorturl.at/iR3uN
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 77 94 86, 592 37 77 78.