ტრენინგის ანონსი

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.
ტრენინგს გაუძღვება მარიკა ჟორჟოლიანი — ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტის დაკომპლექტების განყოფილების უფროსი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელისა და კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი.
📚 ტრენინგის მიზანი
ღონისძიების მიზანია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესთავაზოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ონლაინ სამეცნიერო ბაზების ეფექტურად გამოყენებაში, ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის სტრატეგიების დამუშავებაში, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო რესურსებზე თანმიმდევრული და სწრაფი წვდომის უზრუნველყოფაში.
მონაწილეები გაეცნობიან სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ძირითად ეტაპებს, ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც უფასო, ისე ფასიანი ჟურნალების შესახებ მნიშვნელოვან პრაქტიკულ ინფორმაციას, და თანამედროვე პუბლიკაციის სტანდარტებს.
ტრენინგი დაეხმარებათ მონაწილეებს გააძლიერონ კვლევითი კომპეტენციები, გაზარდონ აკადემიური ხილვადობა და ეფექტურად ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
სხვა განცხადებები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
ტრენინგი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“
16 დეკემბერი,17:00 საათი, აუდიტორია 605 (იუსტიციის აუდიტორია);
დეკემბერი 12, 2025
08:00 AM
საჯარო ლექცია
12 დეკემბერს, 12:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე: მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა.
დეკემბერი 08, 2025
11:00 AM
პანელური დისკუსია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“.