შეხვედრა თემაზე: „კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში: Tech HR და რეკრუტინგის ტექნოლოგიები“

23 დეკემბერი, 13:00 საათი, აუდიტორია 401.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „კარიერული ნავიგაცია ციფრულ ეპოქაში: Tech HR და რეკრუტინგის ტექნოლოგიები“.
პრაქტიკული მასტერკლასი დაეთმობა დასაქმების ბაზრის სამ ძირითად მიმართულებას: HR ტექნოლოგიებს, ბიზნეს-კონსალტინგსა და ციფრულ ინდუსტრიას.
შეხვედრას გაუძღვებიან პრაქტიკოსი სპიკერები, რომლებიც დეტალურად განიხილავენ კარიერული განვითარების ეტაპებს - რეზიუმეს გაგზავნიდან ბიზნეს-პროცესების მართვამდე.
მომხსენებლები:
გიორგი ხარატიშვილი - Chief People & Product Officer, (CPPO) HR Thoth - ისაუბრებს რეკრუტინგის ტექნოლოგიურ მხარეზე. გაიგებთ, როგორ მუშაობს ATS (შერჩევის ავტომატიზებული სისტემები), როგორ ამუშავებს ხელოვნური ინტელექტი მონაცემებს და რა კრიტერიუმებით ხდება კანდიდატების პირველადი გადარჩევა;
ლევან ყიფიანი - Octarinox, COO - განიხილავს ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს. საუბარი შეეხება ციფრული გუნდების მართვას, საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექ-კომპანიაში დასაქმებისთვის;
ლუკა ბაქრაძე - MAVEN, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი - გაგაცნობთ ბიზნეს-კონსალტინგის სფეროს. MAVEN-ის მაგალითზე განიხილება, თუ როგორ ხდება ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი, კომპანიების გაციფრულება და სტრატეგიული განვითარება.
მასტერკლასი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, რეალური ქეისების განხილვასა და ინტერაქტიულ კითხვა-პასუხს.
შეხვედრის დასასრულს გაიმართბა ციფრული ვიქტორინა (Quiz) განხილულ საკითხებზე, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან სიმბოლური პრიზებით.
სხვა განცხადებები
მარტი 10, 2026
09:00 AM
საჯარო ლექცია - „წარმატების ალგორითმი“
10 მარტი / 13:00 / ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია 305).
თებერვალი 23, 2026
11:00 AM
ვაინახების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის საღამო
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქალთა ფედერაცია „კავკასიელ ქალთა კონგრესი“ გიწვევთ 1944 წელს ვაინახების მიმართ განხორციელებული დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.
იანვარი 29, 2026
08:00 AM
მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი აცხადებს ღია კარის დღეს მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამაზე.