საჯარო ლექცია - „წარმატების ალგორითმი“

10 მარტი / 13:00 / ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია 305).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატების ალგორითმი“.
სპიკერი: პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი - ლალი ბადრიძე.
შეხვედრა დაეთმობა წარმატების გააზრებას როგორც თანმიმდევრულ და გაცნობიერებულ პროცესს. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პიროვნული რესურსების აღმოჩენისა და განვითარების მნიშვნელობა, მოტივაციისა და შინაგანი ბალანსის როლი, ასევე, მიზნების ფორმირებისა და განხორციელების ფსიქოლოგიური ასპექტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული და კარიერული განვითარების კონტექსტში.
სხვა განცხადებები
მარტი 27, 2026
08:00 AM
ლექცია: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
მარტი 26, 2026
11:00 AM
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ „ბიზნესინკუბატორში“
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;
მარტი 26, 2026
10:00 AM
საინფორმაციო შეხვედრა - ანტინარკოტიკული კამპანია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.