• dateნოემბერი 18, 2025
    time08:00 AM

    საჯარო ლექცია: „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ბიზნეს სექტორში“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ბიზნეს სექტორში“.

    18 ნოემბერი, 12:00 სთ. | აუდიტორია 402

    საჯარო ლექციას წარუძღვება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული მარიამ ქადარია.

    მარიამ ქადარია - უსაფრთხოების კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელი; უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრის აკრედიტებული ტრენერი, 7-წლიანი სწავლების გამოცდილებით; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, 6-წლიანი გამოცდილებით.

    აღსანიშნავია, რომ მარიამ ქადარია ასევე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
     

    სხვა განცხადებები