საჯარო შეხვედრა: თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?

16 მარტი / 13:00 / აუდიტორია 401
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
სპიკერები: ელენე დიღმელაშვილი - ტრანსფორმაციის ქოუჩი; მაია ფალაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის ექსპერტი.
შეხვედრა დაეთმობა შრომითი ბაზრის თანამედროვე გამოწვევებსა და მომავლის პროფესიებს. მონაწილეები გაანალიზებენ ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას დასაქმების დინამიკაზე, გამოკვეთენ მოთხოვნად სფეროებს და შეიმუშავებენ სტრატეგიებს პროფესიული კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. შეხვედრის მიზანია, ხაზი გაუსვას ადამიანური კაპიტალის გადამწყვეტ როლს თანამედროვე, ტექნოლოგიურ გარემოში.
სხვა განცხადებები
აპრილი 17, 2026
10:00 AM
„ბიოფიზიკის ახალი კვლევითი ტენდენციები“ - საჯარო ლექცია
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გიწვევთ ინოვაციურ აკადემიურ შეხვედრაზე, სადაც ერთად აღმოვაჩენთ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებად მიმართულებას - ბიოფიზიკას.
მარტი 27, 2026
08:00 AM
ლექცია: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
მარტი 26, 2026
11:00 AM
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ „ბიზნესინკუბატორში“
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;