საჯარო ლექცია - „წარმატების ალგორითმი“

10 მარტი / 13:00 / ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია 305).
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატების ალგორითმი“.
სპიკერი: პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, ფსიქოთერაპევტი - ლალი ბადრიძე.
შეხვედრა დაეთმობა წარმატების გააზრებას როგორც თანმიმდევრულ და გაცნობიერებულ პროცესს. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პიროვნული რესურსების აღმოჩენისა და განვითარების მნიშვნელობა, მოტივაციისა და შინაგანი ბალანსის როლი, ასევე, მიზნების ფორმირებისა და განხორციელების ფსიქოლოგიური ასპექტები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული და კარიერული განვითარების კონტექსტში.
სხვა განცხადებები
მარტი 17, 2026
09:00 AM
შეხვედრა დავით კენჭაძესთან
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა ბიზნეს ლიდერსა და მენეჯმენტის ექსპერტ დავით კენჭაძესთან.
მარტი 16, 2026
09:00 AM
საჯარო შეხვედრა: თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეძლებს, მაშინ რა რჩება ჩემთვის?“
მარტი 12, 2026
11:00 AM
„ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე
ღია კარის დღე CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;