„გააზიარე შენი გამოცდილება, გაიგე სხვების ისტორიები“;
ღია, ინტერაქტიული დიალოგი/პროფესიული ნეთვორქინგი/ახალი შესაძლებლობები/გამოცდილების სინთეზი;
16 დეკემბერი, 19:00 საათი, აუდიტორია 401;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება - „მრგვალი მაგიდა - პროფესიული დისკურსი“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის შემდეგი სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები:
- საერთაშორისო მარკეტინგი;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი.
ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნული სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც უკვე აქტიურად საქმიანობენ პროფესიული მიმართულებით სხვადასხვა სტრუქტურაში, ისაუბრებენ თავიანთ სამუშაო გამოცდილებაზე, გამოწვევებზე, წარმატებებსა და გაკვეთილებზე, შეცდომებსა და მათი გამოსწორების გზებზე.