27 მარტი / 12:00 / აუდიტორია 101
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
სპიკერი: გიორგი ჩერქეზია - სასამართლო მედიატორი და ადვოკატი; სამედიცინო აკადემია Doctor’s-ის „სამედიცინო სამართლის კურსის“ ლექტორი; საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Black Sea Law Group-ის მმართველი პარტნიორი.
ლექციის ფარგლებში განიხილება:
▪️ ექიმის უფლებები და პასუხისმგებლობა (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი)
▪️ პაციენტის უფლებები
▪️ შრომითი ურთიერთობები სამედიცინო სფეროში
▪️ სამედიცინო ეთიკა
▪️ რეალური პრაქტიკული ქეისები
ლექცია განკუთვნილია როგორც მოქმედი, ისე მომავალი ექიმებისთვის.