კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შენობების მდებარეობა მოსახერხებელია ყველასათვის და ადვილად მისადგომია თბილისის ნებისმიერი უბნიდან. უნივერსიტეტიდან 1 კილომეტრის დაშორებით არის მეტროსადგური და უნივერსიტეტს ჩაუვლის სხვადასხვა ავტობუსი და მიკროავტობუსი.
თბილისში ტრანსპორტირების საშუალებაა მიკროავტობუსი, ე.წ. „მარშუტკა“ , ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა 1 ლარი (დაახლოებით 37 ცენტრი) ჯდება. თუმცა, თუ გაქვთ მეტრომანის ბარათი ან ნებისმიერი საბანკო ბარათი, შეძლებთ უფასოდ მგზავრობას ბილეთის შეძენიდან 90 წუთის განმავლობაში.
საკმაოდ იაფია ტაქსით მგზავრობა თბილისში. საშუალოდ მგზავრობის დაწყება ღირს 2 ლარი (80 ცენტი) და ყოველი კილომეტრის ღირებლება დაახლოებით 60-80 თეთრია (25-33 ცენტი).
თუ თქვენ პირველად ხართ თბილისში, მოგზაურობის დამგეგმავი დაგეხმარებათ სასარგებლო ინფორმაციის პოვნაში.
მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული.
„თბილისს უყვარხართ“
ჩამოტვირთეთ ქალაქის გზამკვლევი მობილური აპლიკაცია – „თბილისს უყვარხართ“. აპლიკაცია შეიცავს ინფორმაციას, აღწერილობებს, ზუსტ მონაცემებს ადგილმდებარეობის შესახებ და აპლიკაციის სხვა მომხმარებელთა კომენტარებს.