• ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

    ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

    ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო არის სადოქტორო პროგრამის განმახორციელებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც შედგება, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, ფაკლტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.

    ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო:

    • იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის დამტკიცების შესახებ;
    • განიხილავს და ღია კენჭისყრით ამტკიცებს სადისერტაციო თემების ნუსხას;
    • იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სადისერტაციო თემის იმავე სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შეცვლის შესახებ;
    • იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ;
    • იღებს გადაწყვეტილებას წინასწარი შემფასებლების (რეცენზენტების) დანიშვნის შესახებ;
    • იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღისა და კოლეგიის შემადგენლობის (მათ შორის, კოლეგიის თავმჯდომარის) შესახებ;
    • ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებებითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

    საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი დავით მაღრაძე

    საბჭოს მდივანი პროფესორი ოლან გოცირიძე

    1. დავით მაღრაძე, პროფესორი;
    2. ლევან უჯმაჯურიძე, პროფესორი; 
    3. მარიამ ხოსიტაშვილი, პროფესორი;
    4.  ოლანი გოცირიძე, პროფესორი;
    5. ირმა მდინარაძე, ასოცირებული პროფესორი;
    6. მაია მირველაშვილი, ასოცირებული პროფესორი
    7.  ლონდა მამასახლისაშვილი, ასოცირებული პროფესორი;
    8. მარიკა მიქიაშვილი, ასოცირებული პროფესორი;
    9. დავით აბზიანიძე, ასოცირებული პროფესორი;
    10. ნაირა კენჭიაშვილი, ასოცირებული პროფესორი;
    11. მაია კიკვაძე, ასოცირებული პროფესორი;
    12. შენგელი კიკილაშვილი, ასოცირებული პროფესორი;