ტრენინგი ელექტრონულ ბაზებსა და სამეცნიერო სიახლეებზე
27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიცენზირებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზების წვდომა და სამეცნიერო სიახლეები მკვლევარებისთვის“, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.
შეხვედრაზე სპიკერმა მიმოიხილა ელექტრონული ბაზების გამოყენებისა და მათში ძებნის შესაძლებლობები, სტატიების გამოქვეყნება უცხოურ სამეცნიერო ბაზებში, EIFL-ის (ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის) სერვისები და სხვა.
ტრენინგის დაწყებამდე სპიკერსა და აუდიტორიას მიესალმა CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე, რომელმაც ყურადღება თემატიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 04, 2025
01:30 PM
ტრენინგი: „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“
25 და 27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში - „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“, რომელსაც კომპანია „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირები“ (Innovative Educational Connections) ახორციელებდა.
ნოემბერი 06, 2025
10:00 AM
საჯარო ლექცია: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტ მენტორთა სამსახურისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“/“Georgian Literature as Part of the World Literary Heritage”.












