შეხვედრა სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძესთან
25 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის ეგიდით მოქმედი სტუდენტური კლუბების გაერთიანების „Magnum Opus“ ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძესთან.
სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა სპორტული ჟურნალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, სპორტული რეპორტაჟის წაყვანის სფეციფიკა და ამ მიმართულებით პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობები.
ტატო ბაციკაძესთან შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.




