კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ტრენინგების ანგარიში წარმოადგინეს
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელმა - თამარ გიორგობიანმა, მედიცინის მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა - ნინო სიხარულიძემ და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელმა - ეკატერინე ყიფიანმა, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებლო ხასიათის ორი ვიზიტის დეტალური ანგარიში წარმოადგინეს.
პირველ შემთხვევაში პროფესორი თამარ გიორგობიანი და ნინო სიხარულიძე, 24-29 აგვისტოს, ’’Association of Medical Education in Europe-ის“ მიერ ორგანიზებულ მსოფლიოს მეორე სამიტსა და სამედიცინო განათლების შესახებ კონფერენციას (ჩატარების ადგილი - შვეიცარია, ბაზელი) ესწრებოდნენ, სადაც ისეთი მნიშნელოვანი თემების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა, როგორიცაა: კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო სწავლება (CBME), პროგრამის ინტეგრაცია, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), კლინიკური აზროვნება, სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ჯგუფზე დაფუძნებული სწავლება (TBL).
თემატურ სესიებზე, კსუ-ს წარმომადგენლებმა, იმ უახლეს მეთოდებზე და მათი დანერგვა-განხორციელების საკითხზე მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დღესდღეობით თანამედროვე სამედიცინო განათლების ძირითად სტანდარტს წარმოადგენს. ვიზიტის დროს, თამარ გიორგობიანსა და ნინო სიხარულიძეს, საშუალება ჰქონდათ დარგის ექსპერტებს შეხვედროდნენ და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია.
მეორე ანგარიშში, ეკატერინე ყიფიანმა 24-30 ოქტომბრის პერიოდში - “СAMPUS DOCENT SANT JOAN-ში ” (ესპანეთი, ბარსელონა) განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა. მან ვიზიტის ფარგლებში მონახულებული სიმულაციური ცენტრის, ბავშვთა საავადმყოფოსა და მასთან არსებული სიმულაციური კაბინეტის ფოტომასალა წარმოუდგინა შეკრებილ აუდიტორიას და ობიექტურად სტრუქტურიზებული კლინიკური გამოცდის ჩატარების (OSCE) როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ მახასიათებლებზე ვრცლად ისაუბრა.
ეკატერინე ყიფიანმა 2018 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრში, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ბაზაზე, ამ ფორმატით ჩატარებული გამოცდაც გამოყო და სამომავლოდ, სხვადასხვა საუნივერსიტეტო დისციპლინაში, გამოცდის OSCE-ის მეთოდით ჩატარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
სხვა სიახლეები
ივლისი 31, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.
ივლისი 31, 2026
01:00 PM
CIU-ს წარმომადგენლები ლა რიოხას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო Staff Week-ზე
13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.
ივლისი 31, 2026
12:00 PM
სამაგისტრო პროგრამებზე მიღება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იწყებს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებას.