საჯარო ლექცია: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტ მენტორთა სამსახურისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“/“Georgian Literature as Part of the World Literary Heritage”.
სპიკერი: ირმა რატიანი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი და ქართული შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი.
ლექცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა, რომელსაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი მოსაზრებები გაეზიარებინათ. ღონისძიების ბოლოს სპიკერს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა, ხოლო მონაწილეებმა „მეგობრობის კედელზე“ სამახსოვრო წარწერები გააკეთეს.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 04, 2025
01:30 PM
ტრენინგი: „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“
25 და 27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში - „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“, რომელსაც კომპანია „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირები“ (Innovative Educational Connections) ახორციელებდა.
ნოემბერი 28, 2024
06:09 PM
ტრენინგი ელექტრონულ ბაზებსა და სამეცნიერო სიახლეებზე
27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიცენზირებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზების წვდომა და სამეცნიერო სიახლეები მკვლევარებისთვის“, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.









