old boys-ი ორგზის ჩემპიონია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი - “old boys” - რეგიონული ლიგის ბოლო სამი წლის თამაშების საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი მეორედ გახდა.
Old Boys-ის წევრები: თორნიკე რევია, გიორგი ხუსკივაძე, ზურა ყანჩაველი, ოთარ დეისაძე ფინალურ ეტაპზე თსუ-ს, წყალტუბოს გუნდ - ,,მაკნატუნას“ და შსს-სა და ეტალონის გაერთიანებულ გუნდს შეხვდნენ. კონკურსის ოთხი რაუნდის შედეგებით, ჟიურის მაქსიმალური ქულები დაიმსახურეს.
კავეენის მონაწილე გუნდებს ალექს გაგნიძე, ლევან კვარაცხელია იგივე რობერტო მავანი, გუჯა ლორთქიფანიძე, სოფო ბანძავა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი აფასებდნენ.
2017 წლის კავეენის რეგიონული ლიგის თამაშები მაისის თვიდან ტარდება; მისალმების, ტრიატლონის, სკეჩისა და მუსიკალური ნომრის შედეგებით კსუ-ს გუნდი ,,old boys” – საქართველოს ჩემპიონის ტიტულისა და 5000 ლარის მფლობელი გახდა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.