შეხვედრა საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან

12 აპრილს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, საკონსულტაციო საბჭოს წევრი უნივერსიტეტების მიერ დასახელებულ დარგობრივ ექსპერტებსა და ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან გაცნობითი სახის შეხვედრა (online) გაიმართა.
შეხვედრას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ნინო პავლიაშვილი და დირექტორის მოადგილე ანა ტრაპაიძე უძღვებოდნენ.
საბჭოს ასევე ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის სხვა თანამშრომლები და საბჭოს წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები (დარგობრივი ექსპერტები და ბიბლიოთეკარები) მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის დღის წესრიგს წარმოადგენდა:
საკონსულტაციო საბჭოს წესების წარდგენა;
საბჭოს კოორდინატორისა და თემატური ჯგუფების ხელმძღვანელების წარდგენა;
გასაციფრებელი მასალის პირველადი მოწოდება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ყოველწლიურად ამდიდრებს საბიბლიოთეკო ფონდებს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული მასალით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ფონდის გამდიდრება და შევსება. აკადემიური საზოგადოების ინტერესის უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ჩამოაყალიბა საკონსულტაციო საბჭო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საკონსულტაციო საბჭოს წევრობა და ფონდების შერჩევითი დიგიტიზაცია.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 23, 2026
04:29 PM
ქეთევან ნანობაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრად დაინიშნა
🔸 უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას აღნიშნულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
ოქტომბერი 23, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს 2026 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს