• dateდეკემბერი 19, 2018
    time06:55 PM

    კსუ-ში, საქართველში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა საჯარო ლექცია ჩაატარა

    banner

    19 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი ეწვია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს - კახაბერ კორძაიას შეხვდა.

    ელჩმა უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი სხვადასხვა ფაკულტეტისა და სპეციალობის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციაც ჩაატარა თემით: რატომ ევროკავშირი და როგორ შეიცვალა ლიეტუვა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ? (Why EU and how Lithuania changed after becoming part of EU).

    გიედრიუს პუოჯუნასმა, 2004 წლის 1 მაისიდან დღემდე მიღწეულ წარმატებებზე, ეკონომიკურ ზრდასა და პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მიაღწია.

    ძლიერი და მზარდი ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით GDP -ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) გაზრდილი მონაცემი, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანი ძვრები მეცნიერებასა და განათლებაში - ეს ის არსებული მიღწევებია, რაც საქართველში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის თქმით, მათ ქვეყანაში ფიქსირდება.

    ელჩმა ევროკავშირში გაწევრიანების სხვა სიკეთეებიც მიმოიხილა, მათ შორის:

    • სწავლის არეალის გაფართოვება,
    • თანაბარი შანსები და შესაძლებლობები თითოეული ინდივიდისათვის;
    • თავისუფლება, უსაფრთხოება, სამართლიანობა;
    • სტაბილურობის განცდა.

    შეხვედრის მეორე ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ელჩს, დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.