საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ში
„ასოციაცია მეცნიერებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა კსუ-ში 28 ნოემბერს, „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტმა თამარ ხახუტაშვილმა, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
საკითხით დაინტერესებულ სამეცნიერო წრის წარმომადგენლებს ასოციაცია სთავაზობს შემდეგი სახის სერვისებს: ახალი სამეცნიერო სერვისების შესახებ პრეზენტაციების, ტრენინგების, სემინარებისა და კონსულტაციების ჩატარება; თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების დანერგვა; ელექტრონული ჟურნალების შესაქმნელი პროგრამა; საჭიროების შემთხვევაში ბეჭდური ვერსიის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა; ონლაინ კონფერენციების ჩასატარებელი სისტემა; სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება, მონაცემთა ბაზების გამოწერა; ბიბლიოთეკის ელექტრონული და ციფრული კატალოგის შესაქმნელი პროგრამები; სამეცნიერო პროდუქტიულობის ეფექტიანობის გაუმჯობესების პროგრამული საშუალებები; ინდივიდუალური ნაშრომების ასატვირთი პროგრამა; ინტერნეტ სივრცეში თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ინდივიდუალური ან ჯგუფური სამეცნიერო პროფილის შექმნა ან არსებულის რედაქტირება; საერთაშორისო საგრანტო კონკურსის და ჯილდოების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საინფორმაციო შეხვედრას კსუ-ს სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა. „ასოციაცი მეცნიერებისთვის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.4science.ge/
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.