„პირველი დახმარება სასწავლო დაწესებულებებისთვის“ - სასწავლო კურსი თბილისის სკოლა „პოლიგლოტ“-ში
19 მარტს, კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახურისა და კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ, თბილისის სკოლა „პოლიგლოტ“-ში, მოსწავლეების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი სასწავლო კურსი - „პირველი დახმარება სასწავლო დაწესებულებებისთვის“ - ჩატარდა.
კურსის მსვლელობისას, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პაციენტის შეფასება, გულის გაჩერება, სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ასევე ისეთ გადაუდებელ მდგომარეობებზე, როგორიცაა გულის წასვლა, ალერგია და კრუნჩხვა.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.









