ERASMUS+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამა შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიეტუვა)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (შიაულიაი, ლიეტუვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის, ფინანსების და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილების რაოდენობა - 1
დაფინანსება - სრული (360 ევრო - მგზავრობა, 800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია)
მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- მოტივაცია;
- აკადემიური მოსწრება.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 32 261 12 98 (შიდა 109).
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.