კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
კონფერენციაზე განხილული იყო ბიბლიოთეკების მომავალი ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ იცვლება ცოდნის შექმნის, შენახვისა და გავრცელების მისია ეპოქაში, როცა AI-ზე დაფუძნებული სისტემები, დიდი მონაცემები და ციფრული ეკოსისტემები გარდაქმნიან ტრადიციული ბიბლიოთეკის ფუნქციებს. დისკუსიები შეეხო „ცოდნის საცავების“ ახალ ინოვაციურ სერვისებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩნდება ადამიანის და მანქანური ინტელექტის სინერგიის პირობებში.
კონფერენცია აერთიანებდა სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს - EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-ს. მონაწილეებმა ერთად განიხილეს ბიბლიოთეკა 4.0-ის პრაქტიკული მოდელები, ინოვაციურ სერვისები და მომავლის სტრატეგიები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა, პროფესიული საუბრების გაღრმავებას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ადგილობრივი ბიბლიოთეკების, როგორც საგანმანათლებლო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ბურჯების მდგრადი, ტექნოლოგიურად ინტეგრირებული განვითარების ხელშეწყობას.
კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: სიახლეები EBSCO-ში: ძირითადი ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძველზე შექმნილი ფუნქციების მიმოხილვა EBSCOHost პლატფორმაზე, სწავლის მართვის სისტემის ინტეგრაცია, ბიბლიოთეკების ციფრული ტრანსფორმაცია, ISM: კვლევისა და მემკვიდრეობის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება, EBSCO-ISM 10 წლიანი თანამშრომლობის შედეგები.
კონფერენციაში მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ცნობისთვის, კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტი 10 წელია თანამშრომლობს EBSCO-სა და Innovative Systems Management (ISM)-თან და გამოწერილი აქვს EBSCO EP Package PREMIER-ის 12 ბაზა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 04, 2025
01:00 PM
ტრენინგი: „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“
25 და 27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ორდღიან საგანმანათლებლო პროგრამაში - „AI ბიბლიოთეკებში - ინფორმაციული სერვისების ტრანსფორმაცია, დანერგვა, გამოწვევები და მომავალი“, რომელსაც კომპანია „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირები“ (Innovative Educational Connections) ახორციელებდა.
ნოემბერი 06, 2025
10:00 AM
საჯარო ლექცია: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტ მენტორთა სამსახურისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი“/“Georgian Literature as Part of the World Literary Heritage”.
ნოემბერი 28, 2024
06:09 PM
ტრენინგი ელექტრონულ ბაზებსა და სამეცნიერო სიახლეებზე
27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ლიცენზირებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზების წვდომა და სამეცნიერო სიახლეები მკვლევარებისთვის“, რომელსაც საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი მარიკა ჟორჟოლიანი უძღვებოდა.






