• dateმარტი 20, 2026
    time10:10 AM

    CIU-ს სტუდენტები Erasmus+ პროგრამით პოლონეთში

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სწავლას პოლონეთში, ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლა - ლუის ეროვნულ უნივერსიტეტში (Higher School of Business - National Louis University (WSB NLU), Nowy Sącz) აგრძელებენ.

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ სტუდენტები: ნიკა აბშილავა (მენეჯმენტის საბაკალავრო  პროგრამა), მარიამ ლიპარტელიანი (ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა) და სალომე გაბლიანი (მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა).

    Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ მულტიკულტურულ სასწავლო პროცესში, გაიფართოვონ პროფესიული უნარები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი კარიერული განვითარებისათვის.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო სემესტრს უსურვებს სტუდენტებს!