CIU აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აკადემიური წიგნების გამოფენაში მონაწილეობს, რომელსაც 18-19 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
ღონისძიება საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აკადემიური და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლებმა. გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიასა და სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და თანამშრომლები.
საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უახლეს გამოცემებს, რომლებიც უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს ასახავს.
აღნიშნული ღონისძიება დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში ხორციელდება. გამოფენაზე წარმოდგენილია წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული აკადემიური ლიტერატურა.
მსგავსი მასშტაბის გამოფენები მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ქართული სამეცნიერო და აკადემიური პროდუქციის პოპულარიზაციაში, ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას და ფართო საზოგადოებას აცნობს იმ ინტელექტუალურ რესურსს, რომელიც ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში იქმნება.
გამოფენა 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 26, 2026
09:30 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აკადემიური პერსონალი სამეცნიერო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
ოქტომბერი 23, 2026
04:29 PM
ქეთევან ნანობაშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრად დაინიშნა
🔸 უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს მას აღნიშნულ წარმატებას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას ამ მეტად საპასუხისმგებლო პოზიციაზე.
ოქტომბერი 23, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს 2026 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსს





