• dateთებერვალი 17, 2026
    time11:00 AM

    გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი!

    banner

    გახდი სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი!

    დეკანის მრჩეველთა საბჭოს მიზანია, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა და მათი მიზნებისა და ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;

    საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სამართლის ფაკულტეტის განახლებული კონცეფციის განხორციელებაში, ფაკულტეტის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიმდინარე საქმიანობაში;

    მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეები და ინიციატივები გააჟღერონ და აქტიურად წარდგნენ ფაკულტეტის სხვდასხვა ღონისძიებაზე.

    ცნობისთვის, დეკანის მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული მოდელია, რომელიც არაერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმი პრაქტიკაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ადმინისტრაციას, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის.

    • თუგსურსგახდესაბჭოსწევრი, შეავსემარტივისარეგისტრაციოფორმა:https://shorturl.at/bSChq
    • რეგისტრაციისბოლოვადა - 25 თებერვალი
     

    სხვა სიახლეები