„არახელსაყრელი სიმართლე“ - სამეცნიერო-პოპულარული ფილმის პრეზენტაცია კსუ-ში
24 სექტემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, სამეცნიერო-პოპულარული ფილმის - „არახელსაყრელი სიმართლე“ - პრეზენტაცია გაიმართა.
ნობელის პრემიის ლაურეატის, აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალ გორის ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი, კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, სესილი გოგიბერიძემ წარადგინა.
„არახელსაყრელი სიმართლე“ გლობალური დათბობის პრობლემებს ეხება. ფილმში წარმოდგენილია დრამატული ფოტოები და გრაფიკული ილუსტრაციები, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებენ გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების მასშტაბებს ჩვენს პლანეტაზე. ფილმი წარმოადგენს ინსპირაციას ახალგაზრდობისთვის, რათა მათ გაუღვივდეთ ინტერესი აღნიშნული თემის მიმართ და გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაიცვან ჩვენი პლანეტა უხეში ჩარევისგან.
ფილმის ჩვენებას კსუ-ს სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა, დასრულების შემდეგ კი აუდიტორიაში თემატური დისკუსია გაიმართა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.