სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო შეხვედრა გაიმართა

5 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, თამარ ქავთარაძესთან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სასწავლო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრის ფარგლებში დოქტორანტებმა ბიბლიოთეკაში არსებული სამეცნიერო ბაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებზე და საძიებო სისტემების ოპტიმალურად გამოყენების შესაძლებლობებზე, ასევე სამეცნიერო მასალების შერჩევისა და ციტირების ძირითად პრინციპებზე.
შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ასევე პრაქტიკულად ენახათ სხვადასხვა საძიებო სტრატეგიების გამოყენების შესაძლებლობები.
შეხვედრის დასასრულს, დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა ნინო მინდიაშვილმა, მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს დოქტორანტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისათვის, ისაუბრა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მნიშვნელობაზე და დოქტორანტებს წარმატებები უსურვა.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
მაისი 07, 2026
02:00 PM
CIU-ს დოქტორანტების ვიზიტი ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ბულგარეთი)
17-28 აპრილს, ბულგარეთმა, კერძოდ კი ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ათ მკვლევარს უმასპინძლა. მასობრივი კომუნიკაციის, პოლიტიკის მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ, მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში.
მაისი 06, 2026
08:00 AM
„გერიატრიული ასისტენტი“ - სასწავლო პროცესის გახსნა
1 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესიული მომზადების პროგრამის - „გერიატრიული ასისტენტის“ სასწავლო პროცესის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული საგანმანათლებლო ინიციატივა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის, „ისწავლე და დასაქმდი“, ფარგლებში ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამაზე, რომელიც 8 კვირას გაგრძელდება, მსმენელთა სრული კონტინგენტი - 15 პირია ჩარიცხული.
მაისი 05, 2026
02:00 PM
CIU-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში - „We Are Communication“
პერსონალის კვირეულში - „We Are Communication“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს მე-10 საერთაშორისო პერსონალის კვირეულში (Staff Week) - „We Are Communication“, რომელიც 2026 წლის 13–17 აპრილს, ლიეტუვაში, შიაულიაის სახელმწიფო კოლეჯში გაიმართა.