სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტრაქტების მიღებას აგრძელებს

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტრ აქტების მიღებას აგრძელებს. კონფერენცია ტრადიციულად თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ტარდება.
ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“.
17 მარტს კი ჩატარდება ვორქშოფი ეფექტურ პრეზენტაციაზე, სადაც დასწრება სავალდებულო იქნება იმ 15 მონაწილისათვის, რომლებიც შეირჩევიან აბსტრაქტების საშუალებით.
ვორქშოფი ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც უკვე მე-2 წელია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ ახალგაზრდული დეპარტამენტის მხარდამჭერია.
კონფერენციის გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 13 აპრილს, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, სასტუმრო „ბილთმორში“.
შეგახსენებთ, რომ:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ბაკალავრის (სტუდენტი) ან პოსტ დიპლომური პროგრამის (რეზიდენტი) წარმომადგენელს;
- მომხსენებლის ან თემაზე მომუშავე სტუდენტების/რეზიდენტების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს;
- აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 მარტი.
დაწვრილებითი ინფორმაცია და აბსქტრაქტის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
აბსტრაქტების გადმოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ: 995 593 937 798
სხვა განცხადებები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
ტრენინგი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“
16 დეკემბერი,17:00 საათი, აუდიტორია 605 (იუსტიციის აუდიტორია);
დეკემბერი 12, 2025
08:00 AM
საჯარო ლექცია
12 დეკემბერს, 12:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე: მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა.
დეკემბერი 10, 2025
11:00 AM
ტრენინგის ანონსი
10 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.