კსუ-ში ფილმის საჯარო ჩვენება მოეწყობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია 305) - 1997 წელს გამოსული ფილმის - „კუდის ქიცინის“ (Wag the Dog) ჩვენება იგეგმება.
ბარი ლევინსონის ფილმი „კუდის ქიცინი“ პოლიტიკური სატირაა, სადაც გადმოცემულია მედიის მანიპულაციები და პოლიტიკა წლების განმავლობაში. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტს ბრალად ედება ახალგაზრდა გოგოსთან სექსუალური ურთიერთობა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მრჩეველები მას ალბანეთში ყალბი ომის წამოწყებას ურჩევენ.
დასწრება თავისუფალია!
სხვა განცხადებები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
ტრენინგი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“
16 დეკემბერი,17:00 საათი, აუდიტორია 605 (იუსტიციის აუდიტორია);
დეკემბერი 12, 2025
08:00 AM
საჯარო ლექცია
12 დეკემბერს, 12:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე: მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა.
დეკემბერი 10, 2025
11:00 AM
ტრენინგის ანონსი
10 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.