26 ნოემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოიეში „გამომცემლობა პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
გამომცემლობის წიგნები (ბიზნესლიტერატურა, მხატვრული, ინგლისურენოვანი კლასიკა, წლის ბესტსელერები, Liberteens, Liberkids და ა.შ.) გაიყიდება 30-60%-იანი ფასდაკლებით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:
- ბესტსელერები და ახალი გამოცემები;
- მხატვრული ლიტერატურა, პიროვნული განვითარების წიგნები;
- სპეციალური ფასდაკლებები მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისა და თანამშრომელებისათვის;
- პროფესიული ლიტერატურა სხვადასხვა მიმართულებით.
გელოდებით, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი წიგნები ხელმისაწვდომ ფასად!