• dateოქტომბერი 19, 2022
    time02:00 PM

    შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებთან

     

    19 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში გაყიდვების მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერი, ანანო სოხაძე და გაყიდვების ჯგუფის უფროსი, ოთარ კაპანაძე, განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

    როგორ მოვამზადო CV (რეზიუმე)?

    როგორ მოვძებნო ვაკანსიები და სად მივაგნო დამსაქმებლებს?

    როგორ მოვემზადო გასაუბრებისთვის?

    როგორ მოვიქცე დამსაქმებელთან პირველ შეხვედრაზე?

    როგორ მოვაწონო თავი დამსაქმებელს?

     

    შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე: https://forms.gle/kyYAMQAhDjS4PnWMA

    გაიცემა დასწრების სერტიფიკატი!

    სხვა განცხადებები