შეხვედრა თემაზე: „ფესვიდან ბრენდამდე“

23 მარტი / 13:00 / აუდიტორია 401;
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ფესვიდან ბრენდამდე“ (პერსონალური ბრენდინგი);
სპიკერები:
მარიამ ძაგნიძე - პერსონალური ბრენდის სტრატეგიისა და პოზიციონირების სტრატეგი;
ნინი ჩალაძე - პერსონალური ბრენდის ვიზუალური იდენტობის კრეატორი.
რას განვიხილავთ შეხვედრაზე?
როგორ გარდავსახოთ ინდივიდუალური ღირებულებები და პიროვნული მახასიათებლები მყარ პროფესიულ ბრენდად;
როგორ დავეყრდნოთ შინაგან რესურსებსა და უნიკალურ გამოცდილებას იმიჯის შესაქმნელად;
პერსონალური ბრენდი, როგორც დამაკავშირებელი ხიდი პიროვნულ იდენტობასა და კარიერულ წინსვლას შორის;
საკუთარი ისტორიის სწორად გადმოცემის ხელოვნება პროფესიულ წრეებში თვითდამკვიდრებისთვის;
შინაგანი ფასეულობების ასახვა გარეგნულ იმიჯსა და მყარ ვიზუალურ იდენტობაში;
პრაქტიკული გზები იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო დასამახსოვრებელნი და ეფექტურნი თანამედროვე სამუშაო გარემოში.
სხვა განცხადებები
აპრილი 17, 2026
10:00 AM
„ბიოფიზიკის ახალი კვლევითი ტენდენციები“ - საჯარო ლექცია
CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გიწვევთ ინოვაციურ აკადემიურ შეხვედრაზე, სადაც ერთად აღმოვაჩენთ თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებად მიმართულებას - ბიოფიზიკას.
მარტი 27, 2026
08:00 AM
ლექცია: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
მარტი 26, 2026
11:00 AM
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ „ბიზნესინკუბატორში“
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;