საინფორმაციო შეხვედრა: „პლაგიატის პრევენცია და ხელოვნური ინტელექტი“

19 მარტი / 13:00 / აუდიტორია 101
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „პლაგიატის პრევენცია და ხელოვნური ინტელექტი“.
სპიკერი: მაია მეტრეველი - შპს „ინოვაციური საგანმანათლებლო კავშირების“ პროექტების მენეჯერი, საგანმანათლებლო სფეროში ათწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
ღონისძიების მიზანია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა, პლაგიატის პრევენციის მნიშვნელობის ხაზგასმა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, თუ როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად და როგორ დაიცვან აკადემიური სტანდარტები სასწავლო და კვლევით საქმიანობაში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება კრეატიული კონკურსის - „შენი ხმა, შენი იდეა“ - გამარჯვებულების დაჯილდოება.
სხვა განცხადებები
მარტი 27, 2026
08:00 AM
ლექცია: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია თემაზე: „პაციენტის უფლებები და ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში“.
მარტი 26, 2026
11:00 AM
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ „ბიზნესინკუბატორში“
ვორქშოპი „სამეწარმეო კომპეტენციები“ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის „ბიზნეს ინკუბატორში“;
მარტი 26, 2026
10:00 AM
საინფორმაციო შეხვედრა - ანტინარკოტიკული კამპანია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ანტინარკოტიკული კამპანია“.