• dateნოემბერი 10, 2025
    time08:15 AM

    გაცვლითი პროგრამა შიაულიაის უნივერსიტეტში (ლიეტუვა)

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (შიაულიაი, ლიეტუვა). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

    სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

    დაფინანსება: სრული (360 ევრო - მგზავრობა, 800 ევრო - ყოველთვიური სტიპენდია).

    ფინანსური პირობები:

    მონაწილეები პარტნიორ უნივერსიტეტში გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.

    პარტნიორი უნივერსიტეტი CIU-ს სტუდენტებს სთავაზობს ადგილს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში სტუდენტთათვის მისაღებ ფასებში.

    მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) უნდა გადმოაგზავნონ 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ელ. ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge.

    სააპლიკაციო დოკუმენტები:

    • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
    • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
    • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
    • CV (ინგლისურ ენაზე).

    შერჩევის კრიტერიუმები

    • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
    • მოტივაცია;
    • აკადემიური მოსწრება.

    ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ. ფოსტის მისამართებზე. 

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 32 261 12 98 (შიდა 109).

    გისურვებთ წარმატებებს!

    სხვა განცხადებები