• dateმარტი 27, 2023
    time08:00 PM

     CIU-ს ინფორმატიკის აკადემია აბიტურიენტებისთვის იწყება!

    ინფორმატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები დღევანდელი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ეს არის სფერო, რომელიც წლებია უკვე სტაბილურად იზრდება და პრესტიჟულთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან საქმიანობად მიიჩნევა.

     CIU-ს ინფორმატიკის აკადემია აბიტურიენტებისთვის იწყება!


     პროექტის ფარგლებში, ინფორმატიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ პროფესიას და იმუშაონ პრაქტიკოს მენტორებთან.

     პროექტი სრულად დაფინანსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ.

     მასტერკლასები ჩატარდება ZOOM-ის ონლაინ პლატფორმაზე.

     აკადემიის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

     შემოგვიერთდი და გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/406gvNz

     პროექტის განრიგი:

     27 მარტი, 20:00 სთ. - „მობილური აპლიკაციები და მისი თანამედროვე გამოწვევები“ - გიორგი კაკაშვილი, ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში;

     28 მარტი, 20:00 სთ. - „ხელოვნური ინტელექტი - გუშინ, დღეს, ხვალ“ - თეა თოდუა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

     29 მარტი, 20:00 სთ. - „მონაცემთა ბაზები - რა, სად, როდის?“ - დავით გულია, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

     30 მარტი, 20:00 სთ. - „პროგრამირების თანამედროვე მეთოდები“ - გულნარა ჯანელიძე, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

    სხვა განცხადებები