ადვოკატთა პროფესიული დღე - მასტერკლასი თემაზე: „ადვოკატის პროფესიული უნარ -ჩვევები“
.jpg)
7 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურის, სამართლის ფაკულტეტისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, ადვოკატთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი მასტერკლასი გაიმართება, თემაზე: „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები“, რომელსაც სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამავე ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა დღედ 8 ნოემბერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით 2011 წელს გამოცხადდა. აღნიშნული დღე სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღს უკავშირდება, რომელიც პროფესიით სწორედ ადვოკატი გახლდათ.
ღონისძიებაზე ვიწვევთ კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე.
ბმული: https://goo.gl/v1ctQP
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: სოფიო გორდელაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (188)
ელ. ფოსტა: career@ciu.edu.ge
სხვა განცხადებები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
ტრენინგი თემაზე: „სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი რეგულირება“
16 დეკემბერი,17:00 საათი, აუდიტორია 605 (იუსტიციის აუდიტორია);
დეკემბერი 12, 2025
08:00 AM
საჯარო ლექცია
12 დეკემბერს, 12:00 საათზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, დავით სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდება ლექცია თემაზე: მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა.
დეკემბერი 10, 2025
11:00 AM
ტრენინგის ანონსი
10 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.