შეხვედრა „რითეილ ასოციაციასთან“
22 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „რითეილ ასოციაციის“ წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმოიხილეს მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი სამომავლო აქტივობები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს, სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებებს და სტუდენტების პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.
ღონისძიების ფარგლებში, „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა და „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა, სტუდენტებს გააცნეს რითეილ სექტორის თავისებურებები, დასაქმების შესაძლებლობები და კარიერული განვითარების გზები.
შეხვედრის ფარგლებში „რითეილ ასოციაციასთან“ თანამშრომლობასა და განსახილველი საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ნანობაშვილმა.
ღონისძიებას ადმინისტრაციულ/აკადემიურ პერსონალთან ერთად ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მაისი 30, 2025
03:57 PM
შეხვედრა: „მარკეტინგი, ციფრული სტრატეგია და კრეატიული ინდუსტრია“
მაისი 28, 2025
06:03 PM
კონკურსი - „სტარტაპ ვორქშოპი ციფრული მომავლის აღმოსაჩენად“
აპრილი 01, 2025
04:16 PM
CIU-ს სტუდენტური სტარტაპი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE - ფარგლებში, "ხალხის რჩეული" გუნდის ნომინაციაში გამარჯვებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური სტარტაპი "ჩაკო" გახდა. გუნდმა შეძლო დამსახურებული აღიარება მოეპოვებინა და GITA-ს ინკუბატორში აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო.













