პოეზიის საღამო კსუ-ში

21 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში პოეზიის საღამო მოეწყო. ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კსუ-ს კანცლერის მოადგილის, თენგიზ დონაძის ხსოვნას.
საღამოზე ახალგაზრდა პოეტები - ნიკოლოზ რიხტონი, ოთარ ფალიანი, გურამ თათულაშვილი, დავით სულთანიშვილი, გიორგი ბალახაშვილი, სულხან წულუკიძე და ნიკა ქვრივიშვილი - მონაწილეობდნენ. პოეზიის საღამო მუსიკალურად მევიოლინე თამარ მასხულიამ გააფორმა. ღონისძიებას კსუ-ს სტუდენტების გარდა სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ და სწორედ მათ შორის აღმოჩნდნენ ის პოეტებიც, რომლებმაც საკუთარი ლექსებით საღამოს კიდევ უფრო გალამაზება შეძლეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით მსგავსი სახის აქტივობა უკვე მეორედ ჩატარდა.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 16, 2025
01:00 PM
CIU “Horizon Europe”-ის გამარჯვებული პროექტის კონსორციუმის შეხვედრაზე ბრიუსელში
ბრიუსელმა პროექტის - „EIT-BEST: EIT Training, Networking and Best Practices Initiative“ - კონსორციუმის წევრების პირველ ოფიციალურ შეხვედრას უმასპინძლა. 9-10 დეკემბერს გამართულ სამუშაო პროცესში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, სესილი გოგიბერიძე მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს პროექტის ხუთი სამუშაო პაკეტი და ჩამოყალიბდა უახლოესი თვეების სამოქმედო სტრატეგია.
დეკემბერი 16, 2025
11:00 AM
თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა
2025 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში (305-ე აუდიტორია) შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თინათინ ჭიკაიძის საჯარო დაცვა თემაზე: კორუფცია და მისი გავლენა პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებაზე.
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.