• dateაპრილი 22, 2024
    time04:33 PM

    პოლონელი პროფესორის ტრენინგი ღია მეცნიერებასა და კვლევებზე

    banner

    19 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ღია მეცნიერების და კვლევების ეკოსისტემის ცვალებადი გარემო“.

    ტრენინგს ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ღია მეცნიერებისა და ინოვაციის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კვლევების შეფასების განვითარების კოალიციის (CoARA) ეროვნული ოფისის თავჯდომარე, ალექსანდრე ბერეჟკო უძღვებოდა.

    ტრენინგის დაწყებამდე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სესილი გოგიბერიძე.

    მოწვეულმა სტუმარმა განიხილა კვლევებში კვლავწარმოების მნიშვნელობა, ღია მეცნიერების უპირატესობები და ახალგაზრდა მეცნიერების როლი სიახლეების დანერგვაში. ისაუბრა აღნიშნული თემის აქტუალობაზე ევროპაში და გამოკვეთა ის მიმართულებები, რომლებშიც აღმოსავლეთ ევროპა მეტ პროაქტიულობას საჭიროებს. მკვლევარმა ასევე განიხილა ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ღია მეცნიერების დანერგვას.

    ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა სტუმართან განიხილეს საქართველოს გამოცდილება სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

    სხვა საერთაშორისო სიახლეები