CIU-ს თანაორგანიზებით, ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია „ბიომედი - 2024“ გაიმართა

12-14 მაისს, შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინური სკოლა-კონფერენცია „ბიომედი - 2024“ გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დალი ღაღანიძე და მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ვერა ხუნძაკიშვილი.
კონფერენციის სტრუქტურა ფოკუსირებული იყო ცოდნის განახლებასა და ტრანსფორმაციაზე მედიცინაში, ასევე, ბიომედიცინის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ გაერთიანებაზე ერთიან მკვლევართა საზოგადოებაში, რომლის მიზანია, ცოდნის განვითარება და სისტემატიზება.
„ბიომედი - 2024“ მიზნად ისახავდა, მედიცინის სხვადასხვა მიმართულების ინსტიტუციების გაერთიანებას ახალი და ინოვაციური მიღწევების გასაუმჯობესებლად და სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის განსავითარებლად.
კონფერენცია პლენარული და მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა. ასევე, სექციური სესიების ფორმატში ექიმებისთვის ტრენინ-კურსები ჩატარდა. კერძო სესიები ეძღვნებოდა რეოლოგიური კვლევის სტრატეგიულ განვითარებას რეოლოგიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რეოლოგ მკვლევრებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები და შემდგომი 10 წლის გეგმები. კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა ასევე განიხილეს თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხები.
დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
დეკემბერი 02, 2025
12:45 PM
ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.
დეკემბერი 01, 2025
12:45 PM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. 9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
ნოემბერი 26, 2025
11:30 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.