CIU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ბუენოს აირესის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლას (არგენტინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია პროფესორთა, კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობა, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელება.
მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეეძლებათ მობილობაში მონაწილეობის მიღება, პროფესორებს კი საშუალება ექნებათ ბუენოს აირესის უნივერსიტეტში წაიკითხონ ლექციები, განახორციელონ ერთობლივი კვლევები, როგორც შიდა, ისე პროექტის ფარგლებში გარე დაფინანსებით. გარდა ამისა, კვლევებში შესაძლებელი იქნება დოქტორანტების ჩართვაც.
ცნობისთვის, ბუენოს აირესის უნივერსიტეტი 1821 წელს, ხოლო ეკონომიკის მეცნიერებათა სკოლა 1913 წელს დაარსდა. ამასთანავე, უნივერსიტეტი არის საჯარო და ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
დეკემბერი 02, 2025
12:45 PM
ABEM / CIU მე-10 საერთაშორისო კონფერენცია
კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემია (ABEM) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (საქართველო) აცხადებენ სამეცნიერო ნაშრომების, თეზისებისა და შემთხვევის ანალიზის (cases studies) მიღებას თემაზე: „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“.
დეკემბერი 01, 2025
12:45 PM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და გამოცემა
„კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“ სამხრეთ კავკასიაში პირველი აკადემიური და ანალიტიკური პლატფორმაა. 9-12 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება პრეზენტაციებს, კვლევით ნაშრომებსა და დარგობრივი ექსპერტების მონაწილეობით გამართულ პრაქტიკულ განხილვებს აერთიანებს.
ნოემბერი 26, 2025
11:30 AM
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი)
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას Erasmus+ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში.