Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    კახაბერ კორძაია

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი

    მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

     

    ცოდნა ძალაა; ის ძალა, რომელიც გვაიძულებს, არასდროს დავნებდეთ, არასდროს ვთქვათ უარი საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაზე. ცოდნა მომავლისაკენ გადებული ყველაზე საიმედო ხიდია - ის არ ღალატობს თავის ერთგულ მგზავრებს! მეცნიერება კარგად ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე - კარგად ორგანიზებული ცხოვრებაო, _ უთქვამთ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტსაც ეს წარმოადგენს: დავეხმაროთ სტუდენტებს არა მარტო კარგად ორგანიზებული ცოდნის მოპოვებაში, არამედ ჯანსაღი ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავებაში, რომელიც მათ ცოდნას ძალად აქცევს და დაარწმუნებს, რომ საკუთარ თავში ყოველთვის შეიძლება აღმოაჩინო ახალ-ახალი წარმატებებისათვის ბრძოლის სურვილი!

    დაიწყეთ მომავლის შენება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად! იყავით ძლიერები! იგრძენით ჩვენთან ერთად წარმატების ძალა, ისწავლეთ წინააღმდეგობებთან გამკლავება და საკუთარი მიზნებისათვის ბრძოლა, რათა თქვენი ცოდნა იქცეს იმ დაუძლეველ ენერგიად, რომელიც გაიძულებთ, ყოველთვის წინ გაიხედოთ და, ამავე დროს, დარჩეთ ღირსეულ და სწორ ზნეობრივ პრიორიტეტებზე ორიენტირებულ ადამიანებად.

    ძვირფასო ახალგაზრდებო, იპოვეთ საკუთარი თავი და იგრძენით ცოდნის ძალა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად!

    გელოდებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

    შეხვედრამდე!

     

    პირადი მონაცემები:

    ელ. ფოსტა: rector@ciu.edu.ge 

    დაბადების თარიღი და ადგილი: 1965 წლის 8 მარტი, თბილისი, საქართველო;

    ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი

    განათლება:

    2001-2004 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, ფინანსები და საბანკო საქმე;

    1982-1987 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;

    1979-1982 - თბილისის ვ. მ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი;

    სამუშაო გამოცდილება:

    03.2007-2009, 2011 - დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი;

    07.2005-დღემდე - გამგეობის თავჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია "დისტანციური  განათლების საქართველოს ეროვნული ასოციაცია";

    09.2005-04.2006 - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

    03.2005-09.2005 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრირებისა  და ეკონომიკურ

     საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

    09.2004-03.2005 - პროექტის მენეჯერი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი ‘’ლიბერალური ხელოვნების ინსტიტუტის დაარსება თბილისში’’;

    05.2002-03.2005 - გენერალური დირექტორი, ბალნეოლოგიური კურორტი შ.პ.ს. ‘’ნუნისი’’;

    06.1999-05.2002 - გენერალური მენეჯერი, ქართულ-იაპონური კომპანია ‘’საქართველოს ინვესტიციების მართვისა და კონსალტინგის კორპორაცია’’;

    01.1999-06.2002 - ფინანსური დირექტორი, ფარმაცევტული საწარმო ს.ს.’’ GPG’’;

    03.1993-11.1998 - მეცნიერ-მკვლევარი, კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი, იაპონიის განათლების სამინისტროს სტიპენდიანტი;

    08.1987-03.1993 - მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი;

    სამეცნიერო ხარისხი:

    01. 1998  კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

    8  გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;

    ენები:

    ქართული (მშობლიური)

    ინგლისური (სრულყოფილად)

    რუსული (სრულყოფილად)

    იაპონური (კარგად)


    მეგი ჯომიდავა

    რექტორის თანაშემწე

    ტელ: (995 32) 261 12 98; (995 32) 294 59 92; (+995 32) 2 022115 . (შიდა 110)

    ელფოსტა: megi.jomidava@ciu.edu.ge