Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    ნინო ჭალაგანიძე

    აკადემიური პროცესის მიმართულებით კანცლერის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი

    ელ-ფოსტა: ninochalaganidze@ciu.edu.ge

     

    2022 წ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი აკადემიური პროცესის მიმართულებით;

    2021-2024 წწ. - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ოთხი მოწვევის წევრი;

    2022 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის: „ციფრული მედია და ინოვაციები“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

    2019 წ. - საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერილი მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებული; პროექტების მონაწილე;

    2017 წ. დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი;

    2016 წ. დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;

    2015-2021 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

    2011-2017 წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი. მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი; რეგიონული და საერთაშორისო ფესტივალებისა და კონფერენციების ორგანიზატორი, მოდერატორი და წამყვანი.

     

    ჯილდოები/პრემიები:

    2020 წ. - სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატი ქართული ჟურნალიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი;

    2019 წ. - საქართველოს ოქროს რეიტინგში წლის ლიდერი მულტიმედიის წარმოებასა და მართვაში, შპს საქართველოს ნაციონალური ბიზნესის რეიტინგი.

     

    პუბლიკაციები: 10 წიგნისა (სახელმძღვანელო, მონოგრაფია) და 41 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი (2008-2021).

    პრაქტიკული საქმიანობა: ათამდე სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო დოკუმენტური პროექტისა და ფილმის ავტორი/პროდიუსერი.

    კვლევის სფეროები: მასობრივი კომუნიკაცია, მედიაგანათლება, ვიზუალური თხრობა, საინფორმაციო პოლიტიკა.