"ოდლარ იურდუს" უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი
ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა სჭირდება. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მთავარი გარანტი; როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს: „თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.“
ჩემი, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის კანცლერის, მისიაც სწორედ ისაა, რომ უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო კერად იქცა და იგი აკადემიური წარმატებისა და ტრადიციული ღირებულებების სინონიმია.
განათლება, დაფუძნებული ეროვნულსა და ზნეობრივ ფასეულობებზე, ის პრიორიტეტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების ხარისხსა და შინაგან ღირებულებებს. ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ „მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა და ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო“ (სიბ. სოლ. 4, 7–8); ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს ინტელექტუალურ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას სწორედ კსუ-ს მხარდამხარ! ჩვენი და თქვენი ერთობლივი გზაა ცოდნა, ტრადიცია, ზნეობრივი ფასეულობები და ის შანაგანი თავისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიღრმისეული განათლების შედეგად მიიღწევა! „შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს“ (ილია მეორე).
გახდით ჩვენი ქვეყნის განათლებული, ერთგული და ძლიერი ჯარისკაცები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, რათა საქართველოს ხვალინდელი დღე დღევანდელზე ბევრად უფრო წარმატებული იყოს!
დაბადების თარიღი და ადგილი: 1949 წლის, 27 ოქტომბერს ქ.ხონში
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი
1972 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი;
1966 - ხონის მე–3 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.
2005 წლიდან დღემდე - შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელი და კანცლერი;
1996 - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ბიზნესისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარედ;
1994 - 1996 - აშშ–ს არკანზასის შტატის ფირმა „პიენენ ოილის“ მოსკოვის ფილიალის გენერალურ დირექტორად;
1990- 1994 - შპს ფირმა „პროგრესის“ დირექტორად;
1975 -1990 მაისამდე - ხელმძღვანელ კომკავშირულ–პარტიულ და სამეურნეო თანამდებობებზე;
1972 -1975 ნოემბრამდე - რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კოქსიკოქიმიური საამქროს ცვლის უფროსად.