კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სამსახური 2010 წლიდან ფუნქციონირებს. უწყვეტი განათლების სამსახურს წვლილი შეაქვს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების გადასაჭრელად, კერძოდ, „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის“ პრინციპების განხორციელებაში. ამდენად, საზოგადოების ფართო ფენების, სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების მომსახურება, მათთვის „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“, უწყვეტი განათლების პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია.
2010 წლიდან მოყოლებული უწყვეტი განათლების სამსახური სხვადასხვა ტიპის კურსებსა და ტრენინგებს სთავზობს დაინტერესებულ პირებს
ხოლო 2013 წლიდან უწყვეტი განათლების სამსახური აქტიურადაა ჩართული Tempus-ის საგრანტო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობენ საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ინსტიტუციონალურ განვითარებას.
Tempus-ის საგრანტო პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში უწყვეტი განათლების სამსახურმა შეიმუშავა და განახორციელა 5 სხვადასხვა ტიპის უფასო ტრენინგი და სასერტიფიკატო კურსი
ასევე Tempus-ის საგრანტო პროექტის CruiseT-ის ფარგლებში შეიქმნა „ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი“, რომლის ბაზაზე 2016 წელს განხორციელდა 3 უფასო ტრენინგი
23-25.08.2016 ქ. გორში, შიდა ქართლის რეგიონის ტურიზმის სფეროს მუშაკებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ტრენინგები:
28.02.2017 ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტში „ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის“ თაოსნობით ჩატარდა ტრენინგი - „აგროტურიზმი“.
02.-03.07.2015 უწყვეტი განათლების სამსახურის თაოსნობით მოეწყო საზაფხულო სკოლა:
“ქართული მეღვინეობა და კულტურა“ ქარელის გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.
გარდა სასერტიფიკატო და ტრენინგ-კურსებისა ასევე უწყვეტი განათლების სამსახური დაინტერსებულ პირებს სთავაზობს ენის შემსწავლელ კურსებს:
უწყვეტი განათლების სამსახური ასევე ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
28-29.04.2017 და 04.-05.05.2017 ჩატარდა ,,ექსკლუზიური სამოტივაციო ტრენინგი ,,სერვის გოლდ 115“
ფართო მასებში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან.
სამსახურის მიერ სამომავლოდ დაგეგმილია: გრძელვადიანი სასერტიფიკატო კურსების დანერგვა და დისტანციული სწავლების კურსების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების პრინციპების განხორციელებას.