Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა
    1. სამსახურის მიზნებია:

    ა) საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სისტემის შემუშავება და დანერგვა;

    ბ) მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობების განვითარება;

    გ) ზრდასრულთა განათლებაში პრიორეტეტული მიმართულებების განსაზღვრა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და პიროვნული, სოციალური და პროფესიული უნარების განმავითარებელი კურსების მომზადება და შეთავაზება;

    დ) დისტანციური სწავლებისათვის კურსების შემუშავება და მათი დანერგვა;

    ე) უნივერსიტეტის სტუდენტების და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო კურსების შემუშავება და განხორციელება;

    ვ) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შიდა და გარე ექსპერტების ჩართვა;

    ზ) სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობა საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების ახალი რეგულაციების შემუშავების და დახვეწის მიზნით;

    თ) სამსახურის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც შიდასაუნივერსიტეტო კონტიგენტი (სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი), ასევე ფართო საზოგადოება და ნებისმიერი დაინტერესებული პირი;

    ი) ენების სწავლების მხარდაჭერა „ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს“ სტანდარეტების შესაბამისად;

    კ) ენების სწავლებით ინტერკულტურული კომპეტენციის გაღრმავება, რაც ქმნის საფუძველს მულტიკულტურიზმისა და მულტილინგვური კომუნიკაციისთვის;

    ლ) საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლების ინოვაციური მეთოდების, ციფრული და მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

    1. სამსახურის ამოცანებია:

    ა) მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგკურსების მომზადება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით;

    ბ) სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული ზრდასრულთა განათლების სასერტიფიკატო და სასწავლო კურსების/მოდულების მომზადება ფაკულტეტებთან თანამშრომლობით;

    გ) უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით სასერტიფიკატო კურსების შემუშავება და მათი განხორციელება;

    დ) უნივერსიტეტის სტუდენტების, ადმინისტრაციის და ფაკულტეტის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი კურსების/ტრენინგების შეთავაზება პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხით;

    ე) აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზება;

    ვ) რეგულარული უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება (ინგლისური, გერმანული, პოლონური, ესპანური და ა.შ.);

    ზ) სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის დარგობრივი ენის კურსების (გერმანული ენა იურისტებისათვის, ლათინური ენა მედიკოსებისათვის, ბიზნესინგლისური და ა.შ.) შეთავაზება;

    თ) ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვა უცხოელებისათვის;

    ი) სწავლების თანამედროვე მეთოდებთან და დარგობრივი ცოდნის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებული სემინარების და ვორკშოპების ორგანიზება;

    კ) სამსახურის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და ინტერნეტსივრცეში;

    ლ) უნივერსიტეტის პოპულარიზაცია, ფართო მასებში საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების და უცხო ენების შემსწავლელი კურსების შეთავაზების გზით;

    მ) ზრდასრულთა განათლების და უწყვეტი განათლების ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა „მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის“ პოპულარიზაციის მიზნით.

    სამსახურის შემადგენლობა

    ა) სამსახურის უფროსი;

    ბ) ენების ცენტრის კოორდინატორი;

    გ) კოორდინატორი;

    დ) სპეციალისტი.

    სამსახურის უფროსი:

    ა) წარმართავს სამსახურის მუშაობას;

    ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს, პრიორიტეტებს და პასუხისმგებელია მათ განხორციელებაზე;

    გ) არჩევს შესაბამისი სპეციალობის კვალიფიციურ ტრენერს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით;

    გ) განსაზღვრავს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსებზე მსურველთა მიღების წესს;

    დ) კანცლერთან შეთანხმებით განსაზღვრავს სასერთიფიკატო და სასწავლო კურსებზე სწავლების საფასურს;

    ე) ხელს აწერს კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს/დიპლომს. ასევე, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორისა და ტრენერის ხელმოწერის პროცესს;

    ვ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, კანცლერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

    ზ) ამზადებს ანგარიშებს ჩატარებული ტრენინგების/კურსების მონიტორინგისა და შეფასების ანალიზის საფუძველზე და განსაზღვრავს სამომავლო პრიორიტეტებს;

    თ) წარმოადგენს სამსახურის მესამე პირებთან ურთიერთობაში;

    ი) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

    ენების ცენტრის კოორდინატორის ფუნქციები:

    ა) სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება ინგლისურ ენაში;

    ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისათვის ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდების ორგანიზება და მათთვის მოსამზადებელი კურსის უზრუნველყოფა;

    გ) საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსების ორგანიზება: PET, FCE, CAE, TOEFL;

    დ) უცხო ენების შემსწავლელი კურსების ორგანიზება ყველა დაინტერესებული პირისთვის;

    ე) პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სამუშაო შეხვედრების (workshop) ორგანიზება;

    ვ) საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსის - ზოგადი ინგლისურის საგამოცდო ტესტების მომზადება;

    ზ) სხვადასხვა სახის დოკუნეტაციის თარგმანის უზრუნველყოფა.

    კოორდინატორის ფუნქციები:

    ა) კოორდინატორი სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს ასრულებს მისი არყოფნის შემთხვევაში;

    ბ) იღებს გადაწყვეტილებებს;

    გ) ამზადებს პროექტებს სამსახურის უფროსის მითითებით და გაწერილი გეგმით;

    დ) მონაწილეობს კურსების შემუშავების და დამტკიცებისათვის საჭირო ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებში;

    ე) ახორციელებს ტრენინგებისა და კურსების მონიტორინგს. ამუშავებს და აანალიზებს შეფასების კითხვარების მონაცემებს.

    სპეციალისტის ფუნქციები:

    ა) ახორციელებს სასერთიფიკატო კურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სამიზნე პირებზე;

    ბ) ახორციელებს სასერთიფიკატო კურსების გავლის მსურველი პირების რეგისტრაციას;

    გ) უზრუნველყოფს მიმდინარე კურსების ჩატარების საორგანიზაციო საკითხებს;

    დ) ახორციელებს სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სამუშაოებს;

    დ) ასრულებს სხვა დავალებებს, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის ფუნქციებიდან.