11.05.2016
კომპანია MitOst-ის წარმომადგენლები კსუ-ში
„საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.
გერმანულმა კომპანიამ MitOst-მა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ანაზღაურებად პროგრამებში უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება.
სტუდენტური დასაქმების შესახებ შეხვედრა კომპანია MitOst-ის გენერალურმა დირექტორმა გამართა. სერგეი სერდიუკმა აუდიტორიას დასაქმების პირობებზე, პროცედურებზე, ანაზღაურებასა და პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო კომპეტენციაზე ესაუბრა.
სტუდენტებთან და რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სერგეი სერდიუკმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მარანი „კოლხი“ დაათვალიერა.
სტუმარმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საჩუქრად გერმანული ლიტერატურა და ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.
MitOst-ი ''საზღვარგარეთ პრაქტიკისა და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამის” ფარგლებში გერმანიაში არსებულ ანაზღაურებად პროგრამებს ახორციელებს.
25.03.2016
სიმპოზიუმი - საკრუიზო ტურიზმი - მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში
25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „ კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზო ტურიზმი - მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში“ - ჩატარდა.
პროექტში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია ჩართული.
დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართეს.
საქართველოში ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა რომან მამულაძემ სრულად მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაიმართა და ყურადღება გაამახვილა უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ვიზიტებზე იტალიასა და რუმინეთში. ასევე, საზაფხულო სკოლაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სექტემბრის თვეში ბათუმში გაიმართება.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ბათუმში, ხერსონსა და ოდესაში ტურიზმის კომპეტენციათა ცენტრები უკვე შეიქმნა, ასევე, დიდი წარმატებაა სამაგისტრო პროგრამის შექმნა ტურიზმის მენეჯმენტში, რომელშიც ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის როლი უდავოდ დიდია.
სექციებში მუშაობისას მომხსენებლებმა ისეთ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა - ,,საკრუიზო ტურიზმის რეტროსპექტივა და პერსპექტივა“, ,,ტურისტული ვებსაიტების დაწინაურების მექანიზმები და სტრატეგიები“, ,,საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგული ასპექტები“ და სხვა.
18.03.2016
ტრენინგ კურსი - ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი
18-20 მარტს უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში ტრენინგ კურსი „ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი“ - ტარდება. აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორსა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ტურიზმის როლი რეგიონის, ლოკალური ადგილის ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონალურ დონეზე დესტინაციის სწორი მართვის თანმიმდევრულ პროცესებში.
კურსს კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე უძღვება.
კურსი უფასოა, მისი დასრულებისას გაიცემა ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
14.03.2016
შეხვედრა - საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები
14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზბით შეხვედრა - „საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები“ ჩატარდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილი გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია.
კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თამარ ჩახნაშვილის განცხადებით, სტუდენტებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად ჩატარდება.
11.03.2016
ტრენინგ კურსი - მწვანე ტურიზმი
11-13 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში, ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტების, ტუროპერატორების, კერძო თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებისა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში დასაქმებულთათვის ტრენინგ კურსს „მწვანე ტურიზმი” ატარებს.
კურსის მიზანია მწვანე ტურიზმის პოპულარიზაცია და სოფლის ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარების სტიმულირება.
კურსის ხელმძღვანელი თამარ ჩახნაშვილი მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს როგორიცაა - მწვანე ტურიზმი, მისი ეკონომიკური წარმატება თუ სოციალური ეფექტი, მდგრადი ტურიზმი, მისი განვითარების პერსპექტივა და აგროტურიზმის სახეობები.
აღნიშნული კურსი კსუ-ში უფასოდ ტარდება, მისი დასრულების შემდეგ მონაწილეები ორენოვან საუნივერსიტეტო სერტიფიკატებს მიიღებენ.
04.03.2016
ტრენინგ კურსი - კვების პროდუქტებისა და სასმელების ხარისხის მართვა ტურიზმში - დაიწყო
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის CruiseT-ისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრის ფარგლებში სამდღიანი ტრენინგ კურსი ,,კვების პროდუქტებისა და სასმელების ხარისხის მართვა ტურიზმში” ტარდება.
კურსი ტურიზმის დარგში მომუშავე სპეციალისტების, სასტუმროებში, რესტორნებსა და სურსათით რეალიზაციის ქსელებში დასაქმებულთათვისაა გათვალისწინებული.
ტრენინგ კურსი დაინტერესებულ პირებსა თუ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პერსონალს ინფორმაციას მიაწვდის კვებისა და სასმელების უვნებლობის, ხარისხის კრიტერიუმებისა და ცალკეული სასაქონლო ჯგუფისთვის შენახვის პირობების დაცვის შესახებ.
კურსს კსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლია ბერიკაშვილი უძღვება.
6 მარტს ტრენინგის მსმენელებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატები გადაეცემათ.
26.02.2016
სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა - დასრულდა
22-26 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურას“ უმასპინძლა. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნული კურსი კსუ-ში უკვე მეოთხედ ჩატარდა.
კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიითა და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის.
სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე უძღვებოდა. თეორიული ნაწილის პარალელურად კურსი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა-განვითარებას ემსახურებოდა.
მსმენელებმა ისეთი სასწავლო მოდულების შესახებ მიიღეს ინფორმაცია როგორებიცაა: ღვინის ტიპები, არომატები, დაავადებები.
ღვინის ტურიზმის მოდულის შესახებ კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქობლიანიძემ ისაუბრა.
კურსის დასკვნით დღეს მსმენელებმა კსუ-ს მარანი ,,კოლხი“ მოინახულეს.
სასერტიფიკატო კურსის - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ - დასრულების შემდეგ მსმენელებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.
22.02.2016
სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) უწყვეტი განათლების სამსახურის TEMPUS-ის პროექტის SSRULLI-ის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ მასპინძლობს. ინტერესისა და მსურველების დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნული კურსი კსუ-ში უკვე მეოთხედ ტარდება.
კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიითა და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის.
სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე უძღვება. თეორიული ნაწილის პარალელურად კურსი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა-განვითარებას ემსახურება. მსმენელები ისეთი სასწავლო მოდულების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას როგორებიცაა: ღვინის ტიპები, არომატები, დაავადებები.
ღვინის ტურიზმის მოდულის შესახებ კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ქობლიანიძე ისაუბრებს.
სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ - 22 თებერვლიდან 26 თებერვლამდე გაგრძელდება, დასრულების შემდეგ კი მსმენელებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.
13.02.2016
სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“
13 თებერვალს სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ - დასრულდა და მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში ჩაატარა.
ტრენინგის მონაწილეები ერთკვირიანი კურსის განმავლობაში ეტაპობრივად გაეცნენ ღვინის ტიპებს, ღვინის არომატებს, მისი აღქმის ზღვრებს, ღვინის ტურიზმს, ღვინის ზადსა და ღვინისა და საჭმლის შეხამებას.
სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე ქეთევან ჯურხაძე უძღვებოდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური მსმენელების დიდი რაოდენობისა და მაღალი ინტერესის გამო, აღნიშნული თემით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგს თებერვლის თვეში კიდევ ორჯერ ჩაატარებს.
ტრენინგი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ - მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის არის გათვალისწინებული.
08.02.2016
კსუ-ში სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა - განახლდა
8 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა“ განაახლა. აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის.
მსმენელების დიდი რაოდენობისა და მაღალი ინტერესის გამო, თებერვლის თვეში კურსი სამ ეტაპად, 3 სხვადასხვა ნაკადთან ჩატარდება.
კურსის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორიცაა: ღვინის ტიპები, ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები, ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის ტურიზმი;
სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ქეთევან ჯურხაძე უძღვება.
,,ღვინო და ღვინის კულტურა“ კურსის ბოლოს, მონაწილეებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატეტები გადაეცემათ.
22.01.2016
ტემპუსის პროექტი
22 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის ,,კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის“- ფარგლებში მრგვალი მაგიდა ჩატარდა.
დღის წესრიგის მიხედვით მხარეებმა Cruiset-ის პროექტის მიმდინარეობის აქტუალური საკითხები განიხილეს:
პროექტის ფარგლებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა;
კომპეტენციათა ცენტრების მიერ მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების დაგეგმვა-განხორციელება;
სამომავლოდ იტალიასა და ბათუმში ჩასატარებელი სამეცნიერო და საერთაშორისო კონფერენციებისთვის მზადება;
საქართველოში ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა რომან მუმლაძემ კსუ-ს რექტორთან პროფესორ კახაბერ კორძაიასთან და პროექტში უნივერსიტეტის მხრიდან ჩართულ პროფესორებთან ერთად საორგანიზაციო საკითხები და წინამოსამზადებელი სამუშაოს დეტალები განიხლა.
მან პროექტში მონაწილე კსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს უკრაინის ქალაქ ხერსონში 2015 წლის სექტემბერის საზაფხულო სკოლაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებიც გადასცა.
19.12.2015
სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა – დასრულდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში 14-19 დეკემბერს სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" – ჩაატარა.
კურსი გათვალისწინებული იყო მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. ტრენინგ-პროგრამის მსმენელები დეტალურად გაეცნენ ღვინის ტიპებს, არომატებსა და მისი აღქმის ზღვრებს: რა არის ღვინო და ღვინის ტიპები; ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები; ღვინის ზადი; ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის სერვისი; ღვინის ტურიზმი; ღვინის მარკეტინგი.
პროგრამა 6 დღეზე იყო გადანაწილებული, ტრენინგების პირველი ნაწილი კსუ-ს კანცლერის მოადგილემ (მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მიმართულებით) – ქეთევან ჯურხაძემ ჩაატარა. დასკვნითი ნაწილი კი - კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა კახაბერ ჯაყელმა.
ტრენინგ-პროგრამაზე დარეგისტრირებულთა უმრავლესობას მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდა, თუმცა კურსს ახალგაზრდა, თემით დაინტერესებული მსმენელებიც ჰყავდა.
ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ბიოდინამიური და ნატურალური ღვინოები – თეორიული ნაწილის პარალელურად ტრენინგ-კურსი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დეგუსტაციის ნაწილსაც მოიცავდა, რაც მსმენელებში დამატებითი უნარებისა და ჩვევების დახვეწა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა უშუალოდ ღვინის ტიპების, მისი შემადგენლობისა და დამზადებისა, ტრენერმა ქეთევან ჯურხაძემ ვრცლად მიმოიხილა ღვინის ტურიზმის საკითხები: როგორ და რა პრინციპით უნდა დაიგეგმოს ღვინის ტური, რა სერვისები უნდა შევთავაზოთ ტურისტს.
ტრენინგ-პროგრამაზე კახაბერ ჯაყელმა მსმენელებთან ღვინის სამომხმარებლო კულტურასა და მის მარკეტინგზე ისაუბრა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ კსუ-ს კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ კურსის მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
14.12.2015
სასერტიფიკატო კურსი - ღვინო და ღვინის კულტურა - კსუ-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში 14-19 დეკემბერს სასერტიფიკატო კურსს - ,,ღვინო და ღვინის კულტურა” – ატარებს;
კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებული პირთათვის. ტრენინგ-პროგრამის მსმენელები დეტალურად გაეცნობიან ღვინის ტიპებს, არომატებსა და მისი აღქმის ზღვრებს:
• რა არის ღვინო და ღვინის ტიპები;
• ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები;
• ღვინის ზადი;
• ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის სერვისი;
• ღვინის ტურიზმი;
• ღვინის მარკეტინგი.
პროგრამა 6 დღეზეა გადანაწილებული, ტრენინგების პირველ ნაწილს კსუ-ს კანცლერის მოადგილე (მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის სამაგისტო პროგრამის მიმართულებით) – ქეთევან ჯურხაძე უძღვება, დასკვნით ნაწილს კი კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი – კახაბერ ჯაყელი ჩაატარებს.
ტრენინგ-პროგრამაზე 27 მსურველია დარეგისტრებული, მათ უმრავლესობას მეღვინეობის მიმართულებით ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს, თუმცა კურსს ახალგაზრდა, თემით დაინტერესებული მსმენელებიც ესწრებიან.
ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ბიოდინამიური და ნატურალური ღვინოები, – თეორიული ნაწილის პარალელურად ტრენინგ-კურსი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დეგუსტაციის ნაწილსაც მოიცავს, რაც მსმენელებში დამატებითი უნარებისა და ჩვევების დახვეწა-განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა უშუალოდ ღვინის ტიპების, მისი შემადგენლობისა და დამზადებისა, ტრენერი ქეთევან ჯურხაძე ვრცლად მიმოიხილავს ღვინის ტურიზმის საკითხებს: როგორ და რა პრინციპით უნდა დაიგეგმოს ღვინის ტური, რა სერვისები უნდა შევთავაზოთ ტურისტს.
19 დეკემბერს ტრენინგ-პროგრამაზე კახაბერ ჯაყელი მსმენელებთან ღვინის სამომხმარებლო კულტურასა და მის მარკეტინგზე ისაუბრებს. 19 დეკემბერს კურსის მონაწილეების სერტიფიკატებით დაჯილდოება იგეგმება.
20.11.2015
სამუშაო შეხვედრა
2015 წლის 20 ნოემბერს კსუ-ში ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT ფარგლებში შექმნილი ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემები." შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვიცე-რექტორმა მარინა გედევანიშვილმა გახსნა, რომელმაც საუბარში უნივერსიტეტის განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკა ბურდილაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ქოქიაშვილმა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროქტების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ბუგიანიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტმა გვანცა ჭიღვარიამ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის, ტურისტული ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამადგენლები.
30.11.2015
უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სამსახური 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სამსახური დაინტერესებულ პირებს სისტემატურად სთავაზობს სატრენინგო და სასერტიფიკატო კურსებს, რომელიც გათვლილია ზრდასრულთათვის და ორიენტირებულია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე. უწყვეტი განათლების სამსახური, მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, მუდმივად შეიმუშავებს ახალ კურსებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ძალისხმევით. მეთოდური თვალსაზრისით, ტრენინგები ემყარება სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიულ მეთოდებს, რაც განაპირობებს ამგვარ კურსებზე მოთხოვნილების ზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის TEMPUS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი - „უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“, სადაც კსუ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია. უწყვეტი განათლების სამსახურმა 24-30 ოქტომბერს ოთხდღიანი „ტრენერების ტრენინგის“ კურსი განახორციელა, რომლის ძირითადი თემატიკა და მიზნებია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ტრენერისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები შეასწავლოს, რათა მათ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ტრენინგი, სწორად შეარჩიონ სათანადო მასალები და ჯგუფში სწავლისათვის ხელშემწყობი გარემო შექმნან. კურსის თემატიკა ასე განისაზღვრა:
• ტრენინგის ციკლი;
• ზრდასრულთა სწავლის თავისებურებები;
• სწავლების თანამედროვე მეთოდები;
• შეფასება, უკუკავშირი, ევალუაცია.
30.09.2015
მონიტორინგი
TEMPUS -ის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ - ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს Erasmus+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები ნინო ურუშაძე და თათა ლორთქიფანიძე მონიტორინგის მიზნით ესტუმრნენ. ვიზიტისას სტუმრები კსუ-ს რექტორსა და საპროექტო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
კსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის მუშაობის სპფეციფიკა გააცნეს და უკვე ჩატარებული ტრენინგებისა და დაგეგმილი მრგვალი მაგიდის შესახებ ესაუბრნენ.
სტუმრებმა დადებითად შეაფასეს გაწეული სამუშაო და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
TEMPUS -ის პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
21.08.2015
TEMPUS -ის პროექტი
2015 წლის 21 აგვისტოს TEMPUS -ის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ - ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პროექტის კოორდინატორი ვიაჩესლავ ნიკიტინი (პადერბორნის უნივერსიტეტი, გერმანია) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო უნივერსიტეტის პროფესორი რომან მამულაძე (საქართველოს კოორდინატორი) ესტუმრნენ. ვიზიტისას სტუმრები კსუ-ს რექტორს, საპროექტო ჯგუფის წევრებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა სამომავლო გეგმები, ტურისტული ბაზრის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს დაგეგმილი საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. კსუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის მუშაობა გააცნეს და მის ფარგლებში უკვე ჩატარებული ტრენინგისა და დაგეგმილი მრგვალი მაგიდის შესახებ ესაუბრნენ. ვიაჩესლავ ნიკიტინმა კსუ-ს გუნდის მუშაობა დადებითად შეაფასა და ტურიზმის განვითარების საქმეში მის მნიშვნელობაზე, ასევე პროექტის ჩარჩოში სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაზეც ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა კსუ-ს ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერეს. TEMPUS -ის პროექტში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
18.07.2015
ტრენინგი TEMPUS -ის პროექტის ფარგლებში
TEMPUS -ის პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში ევროპელმა ექსპერტებმა სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგი ჩაატარეს. სწავლება ტურიზმის განვითარებას, სერვისის კულტურას, მარკეტინგული კვლევის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდებს შეეხებოდა. ევროპელმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრისას მონიტორინგის ჯგუფის წევრები, სტუდენტების მიერ ჩატარებულ, ტურისტული ბაზრის კვლევას გაეცნენ. მონიტორინგის ჯგუფის წევრების რეკომენდაციები, ძირითადად, კვლევის პროცესში გამოყენებულ კითხვარებს შეეხებოდა.პროექტის ფარგლებში დაწყებული კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს წარადგენენ. შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი TEMPUS -ის პროექტის – „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ _ ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნულ პროექტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან –სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
16.07.2015
სამუშაო შეხვედრა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში
TEMPUS -ის პროექტის _ „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“_ ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროპელმა ექსპერტებმა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მუშაობა შეაფასეს. 3 წლიანი პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარება. მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტის ფარგლებში უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს სტუდენტებით დაკომპლექტებული ჯგუფები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
13.07.2015
TEMPUS -ის პროექტი
TEMPUS -ის პროექტის - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“_ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პადერბორნის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკალას შაპერი ეწვია. ვიზიტის დასაწყისში, მონიტორინგის ჯგუფის წევრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კსუ-ს რექტორმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, სამომავლო გეგმები და სასწავლო პროგრამები გააცნეს. სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი თემა პროექტის ფარგლებში გახორციელებული ტურისტული ბაზრის კვლევის შედეგების გაცნობა და ანალიზი იყო. ბიზნესის ფაკულტეტის კვლევაში მონაწილე სტუდენტები ნიკალას შაპერს კვლევის პროცესში დაგროვილ გამოცდილებასა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტურისტული ბაზრის კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები ხერსონის საზაფხულო სკოლაში წარადგენენ.
შეხვედრის დასასრულს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტუქტურა დაათვალიერეს. კსუ-ს კანცლერმა სტუმრებს უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული მარანი დაათვალიერებინა და უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ენდემური ჯიშის ვაზები გააცნო. პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი დაფუძნდა.
18 ივლისს, ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, ევროპელი ექსპერტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგს ჩაატარებენ.
06.07.2015
ქართული მეღვინეობისა და კულტურის ორდღიანი სასერტიფიკატო კურსი კსუ-ში
2-3 ივლისს „ქართული მეღვინეობისა და კულტურის“ სასერთიფიკატო კურსის ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტ46