Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    18.07.2018 

    ტრენინგი

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, უწყვეტი განათლების სამსახურისა და პერსონალის მართვის სამსახურის ინიციატივით, 17-18 ივლისს ტრენინგი - ,,ემოციების, რთული საუბრებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა" ჩატარდა.

    ტრენინგი, კსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული რგოლის თანამშრომლებისათვის, Institute for Research and Education on Negotiation- ის (ESSEC School of Business) ასოცირებულმა წევრმა - ტარიელ სიხარულიძემ ჩაატარა.

    ტრენინგი, ემოციებისა და კონფლიქტების მართვის ორ ძირითად მოდულს, როლურ თამაშებსა და მის განხილვას, თეორიულ ლექციებსა და სხვადასხვა კითხვარს აერთიანებდა.

    ტრენინგი მიზნად ისახავდა, მონაწილეები კონფლიქტების მართვის სხვადასხვა სტრატეგიასა და მოლაპარაკებების პროცესში, ემოციების როლსა და მნიშვენლობას გასცნობოდნენ. ასევე რთულ და კონფლიქტურ სიტუაციებში, სწორი კომუნიკაციისა და საუბრის უნარები გაეუმჯობესებინათ.

     

    04.06.2018 

    ესპანური ენისა და კულტურის კურსების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და უწყვეტი განათლების სამსახურის ინიციატივით ჩატარებული ესპანური ენისა და კულტურის კურსები დასრულდა და მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

    კურსი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) დოქტორანტი, როდრიგო რეი ვიეხო უძღვებოდა.

    როდრიგო რეი ვიეხო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ერასმუს+-ის სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

    მსგავსი სახის კურსები კსუ-ში პერმანენტულად ხორციელდება.

     

    18.05.2018 

    საზაფხულო დასაქმების პროგრამა გერმანიაში კსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური გთავაზობთ საზაფხულო დასაქმების პროგრამას გერმანიაში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება გერმანული კომპანიის mitOst მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს „საზღვარგარეთ პრაქტიკის და კულტურული გაცვლის საერთაშორისო პროგრამების“ განმახორციელებელს.

    სტუდენტებს საშუალება გეძლევათ არდადეგების პერიოდში დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გერმანიაში.

    დასაქმების ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 90 დღე

    პერიოდი: მაისი-სექტემბერი

    ანაზღაურება: საშუალოდ 8 ევრო სთ-ში

    პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:

    1. აპლიკანტი უნდა იყოს 18-35 წლის

    2. ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი აქტიური სტატუსით

    3. გერმანული ენის ცოდნა B1 დონეზე

    4. საქართველოს მოქალაქე

    საბუთების მიღების ბოლო ვადაა 31.05.2018

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ 513-ე ოთახში.

     

    22.11.2017

    უფასო კურსი - ესპანური ენა და კულტურა

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური გთავაზობთ უფასო კურსს „ესპანური ენა და კულტურა“. კურსი გათვალისწინებულია იმ სტუდენტებისათვის, ვინც დაინტერესებულია სამომავლოდ ესპანეთში, ალკალას უნივერსიტეტში სასწავლო-გაცვლითი პროგრამებით.

    • კურსი გათვლილია დამწყებთათვის, A1 დონე
    • კურსს უძღვება ERASMUS+ ფარგლებში ალკალას უნივერსიტეტის PhD დოქტორანტი როდრიგო რეი ვიეხო
    • მეცადინეობა ტარდება კვირაში ორჯერ:

    სამშაბათი - 18.00 - 19.30, აუდ.: 506

    ხუთშაბათი - 18.00 - 19.30, აუდ.: 506

    • გაიცემა საუნივერსიტეტო სერთიფიკატი
    • კურსი უფასოა
    • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი

    დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ 513-ე ოთახში.

     

    04.10.2017

    გერმანული ენის კურსი დამწყებთათვის

    “Start Deutsch“

    მათ ვისაც გსურთ გერმანიაში სწავლის გაგრძელება ან საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა კსუ-ს უწყვეტი განათლების სამსახური გთავაზობთ გერმანული ენის კურსს დამწყებთათვის.

    • კურსის მოცულობა: 60სთ
    • კურსის ხანგრძლივობა: 15 კვირა
    • კურსის ინტენსივობა: 4 სთ კვირაში
    • კურსის ღირებულება: 210 ლარი
    • სწავლის პერიოდი: ოქტომბრიდან იანვრამდე.

    საფასური მოიცავს სასწავლო მასალას, სახელმძღვანელოებს და აუდიო მასალებს.

    კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17.10.2017

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ 515-ე ოთახში.

     

    11.09.2017

    ტემპუსის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა

    3 წელზე გათვლილი Cruiset-ის პროექტი - ,,კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" - თავისი მნიშვნელობიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2017 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა.

    ტემპუსის პროექტის ფინალურ ეტაპზე, კსუ-ში შემაჯამებელი შეხვედრა და მონიტორინგი გაიმართა.

    შეხვედრა კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დღის წესრიგი მოკლედ გააცნო. სტუმრებს კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძეც მიესალმა და არსებული პროექტის წარმატებით დასრულებისა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

    უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა ტემპუსის პროექტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის სასწავლო ბაზები და ლაბორატორიები დაათვალიერებინეს. სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც სპეციალურად ევროპისათვის ნაწარმოები პერსონალური კომპიუტერებით აღიჭურვა. აღნიშნული სამუშაო ტემპუსის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    კსუ-ს პროექტში ჩართულმა პროფესორებმა შემაჯამებელი შეხვედრის დროს, 2014 წლიდან დღემდე ჩატარებული თითოეული ღონისძიება, შეხვედრა თუ ტრენინგი გაიხსენეს და პროექტის კოორდინატორს სრული ანგარიში წარუდგინეს.

    პარალელურ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ვოლფგანგ ფუქსი, სტუდენტებს შეხვდა და თეორიული სწავლების შემდეგ ჯგუფებში გადანაწილებულ ახალგაზრდებთან, კონკრეტული ამოცანები და მაგალითები დეტალურად გაარჩია.