Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    სადოქტორო პროგრამები

    სწავლის საფასური მოცემულია ერთი აკადემიური წლის მიხედვით

     

    გაეცანით დეტალურ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებულ სადოქტორო პროგრამებზე:

    • სადოქტორო პროგრამის საფასური;
    • სწავლის ხანგრძლივობა და პროგრამის მოცულობა;
    • პროგრამის სწავლის შედეგები და კვალიფიკაცია;
    • პროგრამის ხელმძღვანელი.

    სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 3000 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამართლის დოქტორი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    მინდია უგრეხელიძე - პროგრამის ხელმძღვანელი, სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2014-2015 სასწავლო წელს, სამართლის ფაკულტეტზე.

     

    პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 3000 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი და მოდულებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    თამარ კიკნაძე - პროგრამის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2017-2018 სასწავლო წელს, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 3000 ლარი

    სწავლის ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი კომპონენტებისაგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

    პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის დონესთან და მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან.

    თეა კასრაძე - პროგრამის ხელმძღვანელი, ბიზნესის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყება 2019-2020 სასწავლო წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.

     

    მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური 3000 ლარი

    სწავლის მინიმალური ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი.

    პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სასწავლო კომპონენტი შედგება სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსებისგან.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი.

    ხათუნა კაჭარავა პროგრამის ხელმძღვანელისოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

     

    მევენახეობა და მეღვინეობის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

    სწავლის საფასური - 3000 ლარი

    სწავლის მინიმალური ხანგრძლივობა 3 წელი, 6 სემესტრი.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მევენახეობა და მეღვინეობის დოქტორი (Doctor of Viticulture and Enology);

    პროგრამის ხელმძღვანელები: დავით მაღრაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი; ოლანი გოცირიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

    პროგრამის განხორციელება დაიწყო 2024-2025 სასწავლო წელს, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე.